პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: ცხოველები ჩვენს გარშემო
2. პროექტის მთავარი იდეა: ხმელეთისა და წყლის ცხოველები
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გაიგონ მოძიებული ინფორმაცია,შესძლონ საუბარი,პრეზენტაციის მომზადება,უცხო ენაზე ინტერაქცია,კითხვებზე პასუხი და ლექსიკური მარაგის გამოყენება.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.პრობლემის გადაჭრის გზების გამონახვის უნარის განვითარება.ასევე ურთიერთდახმარებისა და ურთიერთშეფასების უნარის განვითარება.
5. მოსწავლეთა ასაკი: 9 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. შედეგები: > მოსწავლეები შექმნიან სასწავლო რესურსს სლაიდ შოუს და პოსტერების სახით,ამით განიმტკიცებენ კომპიუტერულ უნარ ჩვევებს.მოამზადებენ პრეზენტაციას.
> მოსწავლეებს ეცოდინებათ ხმელეთისა და ზღვის ცხოველები და შეეძლებათ მათ შესახებ საუბარი.
>მოსწავლეები შესძლებენ ინფორმაციის მიწოდებას მსმენელთათვის ინგლისურ ენაზე,ამით ისინი გაიუმჯობესებენ მეტყველებისა და კომუნიკაციურ უნარებს.ასევე გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
>გამოიმუშავებენ ინდივიდუალურ და ჯგუფური მუშაობის უნარებს
8. რესურსი: კომპიუტერი,პროექტორი,მოსწავლეთა პრეზენტაცია ხმელეთისა და წყლის ცხოველების შესახებ;დაფა,ცარცი,კალამი,რვეული,ფურცლები
9. მსვლელობა: >კლასში ტარდება გამოკითხვა ვის რა ცხოველი უყვარს.
>ხდება თემების გადანაწილება
>მოძიებულ ინფორმაციას ეტაპობრივად დაწერენ და მასწავლებელი გაასწორებს რათა სწორად ისწავლონ.
>მოეწყობა კლასის კონკურსი: "რომელი პრეზენტაცია არის ყველაზე კარგი"
წარდგენილი პრეზენტაციებიდან შეირჩევა 1 წყლისა და 1 ხმელეთის ცხოველი
> მოხდება შერჩეული პრეზენტაციის დახვეწა
>ჩატარდება პროექტ-გაკვეთილი
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
11. პროექტს უხელმძღვანელებენ ინგლისური ენისა და ისტ-ს მასწავლებლები 
12. ელ.ფოსტა: ekajangidze1@gmail.com
13.ვებ-გვერდი/ბლოგი: ekajangidzeblogspot.com

No comments:

Post a Comment